კლინიკის შესახებ
7მ ჰოსპიტალი დაარსდა 2020 წელს. მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალით და გამორჩეულია სანდო, კომფორტული გარემოთი. აღჭურვილია სადიაგნოსტიკო-სამკურნალო განყოფილებებით, პაციენტებისთვის კომფორტული ოთახებითა და თანამედროვე სივრცეებით. ჰოსპიტალი მოიცავს :3 საოპერაციო ოთახს, მოზრდილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებას, ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, სულ 75 საწოლით, რომელთაგან 6 არის ლუქსი და გადაუდებელ დახმარებას 24/7 . კლინიკის პერსონალი შედგება პროფესიონალთა გუნდისგან, რომელთა პრიორიტეტი პაციენტის საჭიროებებზე მორგება და მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. 7მ ჰოსპიტალის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რადიოქირურგია. ამ პროცედურებისა და კვლევების უკან პროფესიონალთა გუნდი დგას, რომლის თითოეული წარმომადგენელი, თავისი პროფილის შესაბამისად ჩართულია პაციენტის მკურნალობის პროცესში.
სასაუბრო ენები
კლინიკის სერვისები
თანამედროვე ტექნოლოგიები
მაგნიტო რეზონანსური ტომოგრაფია 1.5T
SIGNA™ Explorer - 1.5 ტესლა სიმძლავრის უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის შეუცვლელი არჩევანი პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ნაკლებად სტრესული და კომფორტული გარემო კვლევის დროს!
კომპიუტერული ტომოგრაფია
TOSHIBA Scanner Alexion TSX-032A რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და მინიმალურამდე დაყვანილი დასხივების დოზით!
რენტგენის აპარატი
SIEMENS CIOSFIT კომპაქტური და მრავალმიზნობრივი მობილური რენტგენის აპარატი (C-Arm), რომელიც გამორჩეულია თავისი სიმძლავრითა და ხედვის ფართე არით. ხასიათდება ოპტიმიზირებული ტექნოლოგიური პროცესით და აღჭურვილია უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმით.
ელექტროენცეფალოგრაფიის აპარატი
nihon kohden je 921a
ელექტრომიოგრაფიის აპარატი (EMG აპარატი)
Nihon Kohden - MEB-9102 K
ანესთეზიის აპარატი
GE 9100C-NXT განკუთვნილია საოპერაციო პაციენტთა ფართო სპექტრისათვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ეს აპარატი არის სტაბილური, დახვეწილი, უსაფრთხო, საიმედო დასაყრდენი ურთულესი ოპერაციების წარმოებისას.
ულტრაბგერითი კვლევის აპარატი
ულტრაბგერით განყოფილებაში სამეანო და გინეკოლოგიური კვლევები ხორციელდება ახალი თაობის აპარატით - GE Voluson E8
ენდოსკოპიის აპარატი
OLYMPUS-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, რის შედეგადაც ხდება პათოლოგიური პროცესის უფრო მკაფიოდ შესწავლა.
ჩვენი ექიმები
ექიმები იტვირთება...


